28.04.2024 | 11:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატამ სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა [ვიდეო]

ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ. კანონი ძალაში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შევა, თუმცა ვაქცინაციის სტატუსის კონტროლი 15 მარტიდან დაიწყება. პარლამენტის ქვედა და ზედა პალატაში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტსა და კანცლერს გადაეგზავნება. აღნიშნული ფორმალური პროცედურის დასრულებას რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება. ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 69%-ი, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია.

დღის გადაცემები