27.04.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას უცხოელი მაყურებელი ვერ დაესწრება [ვიდეო]

 პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრების უფლება მხოლოდ ჩინეთის მცხოვრებლებს ექნებათ და უცხო ქვეყნებიდან ჩასული გულშემატკივრები ღონისძიებას ვერ დაესწრებიან“ - ინფორმაციას ამის შესახებ მედიასაშუალებები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებენ. ამასთან, პეკინში ჩასულ ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენებს რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, 21 - დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ ოლიმპიადის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მონაწილეს, ასევე სისტემაში დასაქმებულ ყველა ადამიანს კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიურად ჩაუტარდება. პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს იხსნება და 16 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის გადაცემები