27.04.2024 | 16:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-მ და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება 5 წლით გაახანგრძლივეს [ვიდეო]

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება 5 წლით გაახანგრძლივეს. რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება ძალაში ოთხშაბათს, აშშ-ის საელჩოსთან დიპლომატიური ნოტების გაცვლის შემდეგ შევიდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებით, ხელშეკრულების კიდევ 5 წლის გაგრძელებით ვაშინგტონს საშუალება აქვს ჰქონდეს ისეთი  მექანიზმი რომელიც რუსეთის ბირთვულ პროგრამის, კონტინეტტაშორისი ბალისტიკური რაკეტების და სტრატეგიული ბომბდამშენების მშენებლობის კომპონენტების განვითარებას ზღუდავს. ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება გამალებული ბირთვულ შეიარაღებისთვის წინაღობაა.

დღის გადაცემები