27.04.2024 | 14:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთმა ევროპის მიმართულებით შესაძლოა საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს [ვიდეო]

რუსეთი ნატო-ს გეგმების საპასუხოდ, შესაძლოა იძულებული გახდეს ევროპაში საშუალო რადიუსი ბირთვული რაკეტები განათავსოს. - ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს. რიაბკოვის მტკიცებით, რუსეთს მოუწევს იმოქმედოს, თუ დასავლეთი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული ძალების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე უარს იტყვის. მისი თქმით, არსებობს „ირიბი მინიშნებები“, რომ ნატო საშუალო რადიუსის რაკეტების ხელახლა განლაგებას გეგმავს. ნატო-ში ირწმუნებიან, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ განთავსდება. თუმცა რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ალიანსს არ ენდობა.

დღის გადაცემები