26.04.2024 | 03:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბუენოს-აირესში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა გაიგზავნა [ვიდეო]

ბუენოს-აირესში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის „სპუტნიკ 5“-ის პირველი პარტია გაიგზავნა. არგენტინა ლათინურ ამერიკაში პირველი და მსოფლიოში ბელორუსის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსული ვაქცინა კლინიკური მონაცემების მიხედვით ოფიციალურად დაარეგისტრირა.  რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა და არგენტინის ხელისუფლებამ ქვეყანაში 10 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 10 დეკემბერს გააფორმეს. არგენტინის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის განცხადებით, ის რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინით პირველი აიცრება, რადგან მის ხარისხში ეჭვი არ ეპარება. მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 28 დეკემბერს დაიწყება. რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინის წარმოების შესახებ ხელშეკრულებები ასევე ინდოეთთან, ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან დაიდო.

დღის გადაცემები