27.04.2024 | 18:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარჯორი ტეილორი გრინი ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხის კონგრესში წარდგენას გეგმავს [ვიდეო]

Twitter-მა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორი გრინის ანგარიში დაბლოკა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს. მან კონგრესში ადგილი მას შემდეგ მოიპოვა, რაც მისი დემოკრატი ოპონენტი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა. გრინი კონგრესში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხის წარდგენას გეგმავს. თავის მხრივ, გრინმა Twitter-ი კონსერვატორი პოლიტიკოსების ხმების ჩახშობაში დაადანაშაულა.

დღის გადაცემები