27.04.2024 | 16:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იენს სტოლტენბერგი -  გვაქვს უნიკალური შანსი ჩრდილოატლანტიკური კავშირი გავაძლიეროთ [ვიდეო]

ვფიქრობ, ახლა ჩვენ უნიკალური შანსი გვაქვს, გავაძლიეროთ ჩრდილოატლანტიკური კავშირი, დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა. ბლინკენი ბრიუსელში სახელმწიფო მდივნის რანგში ნატო-ს მინისტერიალს პირველად ესწრება. იენს სტოლტენბერგმა, სწორედ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებულ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება, რაც ალიანსების ხელახლა აღდგენას, ასევე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას შორის კავშირის გაძლიერებას გულისხმობს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ტერორიზმის მუდმივი საფრთხის წინაშე დგას, არსებობს ასევე გართულებები ჩინეთის აღზევების გამო,  ბირთვული იარაღის გავრცელება და კლიმატური ცვლილებები. ამ გამოწვევებს კი დამოუკიდებლად ვერც ერთი მოკავშირე ვერ გაუმკლავდება, ამიტომ საჭიროა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ერთიანობა.  იენს სტოლტენბერგის თქმით, ინიციატივა „ნატო 2030“ სწორედ ამას გულისხმობს. 

დღის გადაცემები