28.04.2024 | 06:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინამ და რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს [ვიდეო]

უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები აღმოსავლეთ უკრაინაში ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ეუთოს  თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში, ელჩმა მიკო კინუნენმა განაცხადა, რომ  მოლაპარაკებების მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დაემორჩილონ 2020 წლის 22 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცებას.  მისი თქმით, ახალი შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის. ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ  სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ანგარიშების მიხედვით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება საკონტაქტო ხაზზე არასტაბილური იყო და 2021 წლის დეკემბერში დღეში დაახლოებით ხუთჯერ მეტი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა ფიქსირდებოდა. მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის წინა შეთანხმება 2020 წლის ივლისში გაფორმდა. ბოლო თვეების განმავლობაში კიევი და მოსკოვი ხშირად ადანაშაულებდნენ ერთმანეთს ამ შეთანხმების დარღვევაში.

დღის გადაცემები