27.04.2024 | 09:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება [ვიდეო]

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დღეს გაიხსნება და 30 სექტემბერს დასრულდება. საშემოდგომო სესიის პროგრამის მთავარი პუნქტები კლიმატური ცვლილებები,  გარემოსა და ადამიანის უფლებების საკითხები იქნება. სესიაზე იმსჯელებენ ავღანეთში არსებულ ვითარებაზე, ბელარუსიდან მიგრაციული ზეწოლის ზრდაზე ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საზღვრებზე, ასევე კიბერდანაშაულის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის ოქმის ახალ პროექტზე. გარდა ამისა, ასამბლეის სამდივნომ მიიღო ორი მოთხოვნა დებატების შესახებ ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ, ასევე ყირიმის ძირძველი ხალხების პოლიტიკური დევნის შესახებ რუსეთის მიერ. დეპუტატები  მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებსაც განიხილავენ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ერთ-ერთ მთავარი პუნქტი ევროპაში არსებული სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობაც იქნება.  

დღის გადაცემები