27.04.2024 | 21:55
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდება [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირის ბოლოს ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ლიდერი ავღანეთს დიპლომატიური, ეკონომიკური და ჰუმანიტარულ დახმარების პირობას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, ეს აშშ-სა და ავღანეთის პრეზიდენტებს შორის გამართული პირველი შეხვედრა იქნება. ავღანეთის სახელისუფლო ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკებები ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა, რისი მიზეზიც საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გასვლის პროცესი გახდა, რომელიც გასულ თვეში დაიწყო და 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. „თალიბანმა“ კონტროლი ქვეყნის 30 რაიონზე დაამყარა.

დღის გადაცემები