27.04.2024 | 06:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ვაიმარის სამკუთხედი" -  ევროპაში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს [ვიდეო]

„ვაიმარის სამკუთხედი" - ასე ეწოდება გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების ტრადიციულ შეხვედრებს. ამჯერად, გერმანიის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინა-რუსეთის კრიზისს დაეთმო. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი, ვარშავა და პარიზი  ერთნი არიან და მათი მთავარი მიზანი მშვიდობაა. მისივე თქმით, მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს „დიპლომატიის და მკაფიო სიგნალების, ასევე ერთობლივი მოქმედების საერთო ნების მეშვეობით“.

„უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების განლაგება დიდ შეშფოთებას იწვევს და ვითარების ჩვენი შეფასება სრულიად იდენტურია, ისევე როგორც ჩვენი პოზიცია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შემდგომი დარღვევა მიუღებელია და შორსმიმავალ შედეგებს გამოიღებს  რუსეთისთვის - პოლიტიკურს, ეკონომიკურს და, რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ კი აღნიშნა, რომ  გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებენ მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის. "ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რათა თავიდან ავიცილოთ ომი. როგორც ვთქვი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა ამ მომენტისთვის. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ“, - აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ 10-დან 20 თებერვლის ჩათვლით  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩატარდება,  რათა  რუსეთის შესაძლო შემოჭრისთვის მოემზადოს.

დღის გადაცემები