28.04.2024 | 00:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით,  კორონავირუსი შესაძლოა „ბიოლოგიური ომის“ წარმოების მიზნით იყოს შექმნილი [ვიდეო]

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსი შესაძლოა „ბიოლოგიური ომის“ წარმოების მიზნით ლაბორატორიაში იყოს შექმნილი. ბოლსონარუს აინტერესებს, მოუწევს თუ არა კაცობრიობას ახალ ომში ბრძოლა და რომელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა ყველაზე მეტად ამ პერეიოდში. ბრაზილიის პრეზიდენტს ჩინეთი არ უხსენებია, თუმცა ქვეყანა, სადაც პანდემია დაიწყო, ერთადერთი იყო „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის, რომლის ეკონომიკა გასულ წელს გაიზარდა. ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს ქალაქ უხანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჩენის თეორიას. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვერსია, თითქოს პანდემია ლაბორატორიულმა ინციდენტმა გამოიწვია, „უკიდურესად ნაკლებ სავარაუდოა“.

დღის გადაცემები