27.04.2024 | 17:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ბიონტექის" დამფუძნებელი - კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება [ვიდეო]

გერმანული კომპანია „ბიონტექის“ თანადამფუძნებელი იოზლემ თიურეჯი აცხადებს, რომ რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა ცხადია, რომ კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება. მისი თქმით, წლების განმავლობაში ვირუსი შეიძენს გრიპის ვირუსის სტატუსს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოსახლეობის გარკვეული ჯგუფები ყოველწლიურად ან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იტარებენ. მეცნიერი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არავინ იცის,  გაჩნდება თუ არა ვირუსის სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურია ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ.  „ბიონტექის“ დამფუძნებელის თქმით, კოვიდ-19-თან გამკლავება კიდევ რამდენიმე წელს მოგვიწევს, მაგრამ უკვე იქნება  პასუხები კითხვებზე, რომლებიც ამჟამად დაუზუსტებელია.

დღის გადაცემები