27.04.2024 | 16:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთში ლირას გაუფასურებას საპროტესტო აქციები მოჰყვა [ვიდეო]

თურქეთის ქალაქებში, ანკარასა და სტამბულში, მოქალაქეებმა ეროვნული ვალუტის - ლირას გაუფასურება გააპროტესტეს. დემონსტრანტებმა ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. ისინი ქვეყნის პრეზიდენტის,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში შეკრებილ მომიტინგეებს სამართალდამცავებმა გზა გადაუკეტეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. თურქული ლირა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 15%-ით გაუფასურდა. 2021 წლის დასაწყისიდან კი თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ითაა გაუფასურებული.

დღის გადაცემები