28.04.2024 | 08:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-მა სირიაში, ირანის მიერ მხარდაჭერილ  ფორმირებებზე ავიაიერიში განახორციელა [ვიდეო]

სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ფორმირებების წინააღმდეგ ამერიკულმა ავიაციამ იერიში მიიტანა. ვაშინგტონმა ეს ნაბიჯი ერაყში ამერიკელი და კოალიციის ჯარისკაცების წინააღმდეგ ბოლო დროს მოწყობილი სარაკეტო თავდასხმების პასუხად გადადგა. ”პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც  ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლთა დაჯგუფებები აღმოსავლეთ სირიაში იყენებენ.“ - აღნიშნულია პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად მრავალი ობიექტი განადგურდა, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლთა ჯგუფები, მათ შორის „კატაიბ ჰეზბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადა“ იყენებდნენ.

დღის გადაცემები