28.04.2024 | 10:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საფრანგეთში რეგიონული არჩევნების პირველი ტური ჩატრდა [ვიდეო]

საფრანგეთში ულტრამემარჯვენე  პარტიის, „ეროვნული კრების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა მოსალოდნელზე ნაკლები ხმა მიიღო - ასეთია საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველი ტურის  წინასწარი შედეგები. ლიდერობენ  მემარჯვენე "რესპუბლიკელები" და მათი მოკავშირეები: ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თანამოაზრეები. ისინი დაახლოებით  ხმების 30% პროცენტს აგროვენებ, ლე პინს კი მხარი  ამომრჩეველთა 19% -მა დაუჭირა. რაც შეეხება პრეზიდენტის მაკრონის პარტიას - "წინ, რესპუბლიკა!" - საუკეთესო შემთხვევაში, ხმების 11% მიიღებს. თუმცა ეს მონაცემები მხოლოდ წინასწარი შედეგებია, რაც ძირითადად ეგზიტპოლის შედეგებს ეფუძნება. არჩევნების მეორე ტური ერთ კვირაში უნდა ჩატარდეს. დაბალი შედეგების მიზეზად  ანალიტიკოსები ამომრჩევლებთა დაბალ აქტივობა ასახელებენ. რეგიონული არჩევნების პირველ ტურში ეგზიტპოლებმა მოსახლეობის თავშეკავების რეკორდული მაჩვენებელი – 68 პროცენტი აჩვენა.

დღის გადაცემები