27.04.2024 | 11:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"ფაიზერი"  COVID-19 აბების  გამოშვებას 95 ქვეყანაში აპირებს [ვიდეო]

ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს. „ფაიზერის“ განცხადებით, ანტივირუსული აბების გამოშვების  ლიცენზიას ჟენევაში მდებარე მედიკამენტების საპატენტო ფონდს მისცემს, რომლის საშუალებითაც, ამ კომპანიებს საშუალება ექნებათ, აბები 95 ქვეყანაში  გამოუშვან, სადაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53%-ი ცხოვრობს. რამდენიმე კვირის წინ კომპანია „ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვს თითქმის 90%-ით ამცირებს. ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასა და საერთაშორისო რეგულატორებს კომპანიის მიერ შექმნილი ანტივირუსული აბების ავტორიზაციის მიღების მოთხოვნით მიმართავს.

დღის გადაცემები