27.04.2024 | 23:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირი მინსკის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს [ვიდეო]

დღეს ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესხაბე გამოაცხადებს. ვარშავა კი ნატოს ბელარუსის საზღვარზე არსებული კრიზისის მოსაგვარებლად  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.  ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად პოლონეთი  ალიანსის წესდების მე-4 მუხლის გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც  ბლოკის ქვეყნების ერთობლივ კონსულტაციებს ითვალისწინებს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რომელიმე მათგანის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. მიგრანტთა დახმარების სააგენტოები  მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აცხადებენ, რადგან ათასობით თავშესაფრის მაძიებელი კარვებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ბევრი მათგანი ერაყისა და სირიის მოქალაქეა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დახმარების აღმოსაჩენად ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისის მოგვარების საკითხში.

დღის გადაცემები