28.04.2024 | 09:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა [ვიდეო]

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენს, შეერთებული შტატების მთავრობას ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოაყენებინოს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის დასაწესებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად. ამასთან, ტექსტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იყოს წარმოჩენილი როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნის ავტორიზაცია. სენატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას შეუძლია, თავად დააწესოს სანქციები, კონგრესის ქმედებებისგან დამოუკიდებლად.

დღის გადაცემები