27.04.2024 | 20:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში რუსეთის ელჩი “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციებზე [ვიდეო]

ვაშინგტონის მცდელობა, შეინარჩუნოს დიალოგი მოსკოვთან სანქციების გზით, მიუღებელია და საერთაშორისო კანონს არღვევს, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რითაც ის “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მის წინააღდეგ წაყენებულ ბრალდებებს. ანატოლი ანტონოვი აღნიშნავს, რომ ასეთი განცხადებები  შეერთებული შტატების უპატივცემულობას ავლენს საკუთარი მოკავშირეების მიმართ,  რომლებიც მზად არიან რუსეთთან გრძელვადიანი ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა დაამყარონ. რუსი დიპლომატი აცხადებს, რომ პრაქტიკამ უკვე დაამტკიცა, რომ  რუსეთი ენერგეტიკის სფეროში საიმედო პარტნიორია. 

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაუგზავნა ანგარიში, სადაც საუბარია “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტში ჩართულ ორ ხომალდსა და კომპანია „ტრანსადრიაზე“. კომპანიას სანქციები დაუწესდება, მისი ხომალდი კი  ბლოკირებულ საკუთრებად გამოცხადდება.

დღის გადაცემები