27.04.2024 | 14:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვითარება უკრაინის გარშემო - მოლაპარაკებები და გაფრთხილებები [ვიდეო]

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები ორშაბათს კრემლში შეხვდებიან და რუსეთის  უსაფრთხოების გარანტიების საკითხს განიხილავენ. ვიზიტის წინა დღეს მაკრონმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან დიალოგის გარეშე საერთაშორისო ვითარების ნორმალიზება შეუძლებელია. საფრანგეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მოსკოვში დეესკალაციის სიგნალს მიიღებს. მანამდე საფრანგეთის ლიდერმა უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან განიხილა. თეთრი სახლის ლიდერი, თავის მხრივ, ორშაბათს მოლაპარაკებებს  გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართავს. ბერლინი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას იარაღს არ მიაწოდებს, მაგრამ შესაძლოა ლიტვაში დამატებითი ძალები გაგზავნოს. „ჩვენ იქ მივდივართ არა ყავის დასალევად, არამედ რეალური, რთული და მნიშვნელოვანი ზომების მისაღებად, ამჯერად კრიზისულ ვითარებაში. ვფიქრობ, ყოველთვის მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს  ომის თავიდან ასაცილებლად კეთდება. ეს სერიოზული საკითხია, ეს ჩემი მოვალეობაა, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ევროპისა და ჩვენი მოკავშირეების წინაშე“, - განაცხადა კანცლერმა. გავრცელებული ინფრომაციით, შოლცი  მოსკოვს 15 თებერვალს ეწვევა.

დღის გადაცემები