28.04.2024 | 01:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, შტატების ნაწილში ჯო ბაიდენი, ნაწილში კი - დონალდ ტრამპი ლიდერობს

აშშ-ის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად, შტატების ნაწილში ჯო ბაიდენი, ნაწილში კი - დონალდ ტრამპი ლიდერობს. "ფოქს ნიუსის" მიერ გავრცელებული პროგნოზების მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმარჯვებს ალაბამაში, ოკლაჰომაში, ტენესიში, მისისიპიში, კენტუკიში, ინდიანაში, დასავლეთ ვირჯინიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტაში. რაც შეეხება მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლიდერობს ილინოისში, ვირჯინიაში, მერილენდში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-ჰემფშირში, როდ-ილენდში, კონექტიკუტში, დელავერში, მასაჩუსეტში, კოლორადოში. ჯო ბაიდენი ლიდერობს ნიუ-იოკრშიც. გამარჯვებისთვის საჭიროა 538-წევრიანი კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის ხმა. ამასთან, საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს. "ფოქს ნიუსის" კვლევა ასევე აჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამომრჩეველთა დაახლოებით ერთ მილიონზე მეტი ხმა აქვს, ვიდრე მის მეტოქეს.

დღის გადაცემები