28.04.2024 | 08:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ომიკრონი - შუქი გვირაბის ბოლოს? [ვიდეო]

ომიკრონის ვარიანტის გავრცელებამ შესაძლოა კოვიდი ენდემურ დაავადებად აქციოს - ამის შესახებ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა. ენდემურ დაავადებასთან ერთად კი კაცობრიობას  იცხოვროს შეუძლია. გარდა ამისა, ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგია არ უნდა ეფუძნებოდეს მუდმივ და ხშირ გამაძლიერებელ ვაქცინაციას. მედიკოსთა ნაწილი ასევე აღნიშნავს, რომ გამაძლიერებელი ვაქცინაციის ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა პრობლემები შეუქმნას მოსახლეობის იმუნურ სისტემას. 2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში Covid-19-ის 7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რაოდენობა ორ კვირაში გაორმაგდა. ომიკრონი სწრაფად გახდა დომინანტური ვირუსი დასავლეთ ევროპაში და ახლა უკვე  ბალკანეთში ვრცელდება.

დღის გადაცემები