27.04.2024 | 07:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა [ვიდეო]

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ელისეის  სასახლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე არსებული ვითარება, უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილი დაძაბულობასა და მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარების გზებზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პირველ პირთან საუბრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებასთან დაკავშირებით გარანტიებზე დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებები სურს. შეგახსენებთ, ეს საკითხი ვლადიმერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროსაც დააყენა. ამასთან, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ განხილულ საკითხებზე მიმდინარე წლის ბოლომდე კვლავ ისაუბრებენ.

დღის გადაცემები