28.04.2024 | 00:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს გაწეული ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობას უხდის [ვიდეო]

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუს კოლეგას, ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების დროს გაწეული ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მედიის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში რუსეთმა ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო. ბელარუსში მასშტაბური აქციები აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ არჩევნების ოფიციალური შედეგები არ ცნო და ალექსანდრე ლუკაშენკო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს გუშინ სოჭში უმასპინძლა. ორი სახელმწიფოს მეთაურებმა რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის საკითხი განიხილეს. პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრა თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.

დღის გადაცემები