27.04.2024 | 20:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს

დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აპირებს. როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, კაილი მაკენანმა განაცხადა, "ტრამპის გუნდს სურს, არჩევნებზე დაფიქსირებული ყველა კანონიერი ხმა დაითვალონ, ხოლო უკანონო ხმები გაუქმდეს".

 

ამერიკულმა და საერთაშორისო მედიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა. თუმცა აშშ-ის მოქმედ პრეზიდნეტს დამარცხება არ უღიარებია. ტრამპი ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს დარღვევები დაფიქსირდა და შედეგები უნდა გასაჩივრდეს. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა უკვე გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც  პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო დარღვევები გამოიძიოს. უილიამ ბარმა ფედერალურ პროკურორებს მიანიჭა უფლებამოსილება, რათა მათ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების შესაძლო შემთხვევების შესახებ გავრცელებული ცნობები შეამოწმონ.

დღის გადაცემები