27.04.2024 | 13:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
იტალიის პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა [ვიდეო]

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს მომხდარი პროტოკოლური ინციდენტის გამო დიქტატორი უწოდა. მარიო დრაგის თქმით, ისეთ დიქტატორებთან, როგორიც ერდოღანია, საჭიროა გულწრფელი საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ხედვები აქვს ევროკავშირს, თუმცა ამავდროულად  საჭიროა თანამშრომლობაც. იტალიის პრემიერ-მინისტრის აღნიშნული განცხადების შემდეგ თურქეთში იტალიის ელჩი, მასიმო გაიანი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ იტალიის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანის შესახებ განცხადების გამო გააკრიტიკა. შეგახსენებთ, 6 აპრილს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს, რის გამოც ევროკომისიის ხელმძღვანელი აშკარად გაღიზიანებული დარჩა, მას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და შარლ მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე განთავსება მოუწია.

დღის გადაცემები