28.04.2024 | 01:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების  შეხვედრა იწყება [ვიდეო]

ბრიუსელში დღეს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იწყება, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. „ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის განსახილველად, რომლის წინაშეც ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგარა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილ მინისტერიალთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში ნატო-ს თავდაცვის მინიტრები საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინიტრებსაც შეხვდებიან. „თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან ჩვენს კოლეგებს უკრაინიდან და საქართველოდან, იმისთვის, რონ განიხილონ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების საკითხი. ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

დღის გადაცემები