28.04.2024 | 06:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებას გამორიცხავს. ალიევის თქმით, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში  სომხეთის პრემიერთან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ეს შეხვედრები უსარგებლო და უშედეგო იყო.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად. ალიევის აზრით,  ამ ეტაპზე მოლაპარაკებისთვის სწორი ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება.

დღის გადაცემები