28.04.2024 | 08:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სუეცის არხი გაიხსნა [ვიდეო]

კონტეინერმზიდი ხომალდი „ევერგრინი“, რომელმაც სუეცის არხი  ორჯერ გადაკეტა, მეჩეჩიდან საბოლოოდ გაიყვანეს. კონტეინერების გადამტანი ხომალდი მეჩეჩიდან დილით ნაწილობრივ დაიძრა, თუმცა ძლიერი ქარის გამო, ხომალდი არხის ნაპირზე არსებულ სილაში მეორედ ჩაეფლო. რამდენიმესაათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, ხომალდის მობრუნება შესაძლებელი გახდა. ახლა ის ტბისკენ გადაჰყავთ, სადაც ტექნიკურ დათვალიერებას ჩაუტარებენ. 23 მარტს კონტეინერმზიდმა ძლიერი ქარიშხლის გამო კურსი შეცვალა და სუეცის არხის სამხრეთ ნაწილში ერთი ხაზი გადაკეტა. სუეცის არხის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ხაზის გახსნას 300-ზე მეტი გემი ელოდება. 400-მეტრიანი კონტეინერმზიდი იაპონური კომპანია „შოჰეი კისენის“ საკუთრებაა და პანამის დროშის ქვეშ ცურავს.

დღის გადაცემები