27.04.2024 | 13:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯანმო საერთაშორისო თანამეგობრობას რევაქცინაციის მორატორიუმისკენ მოუწოდებს [ვიდეო]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას სექტემბრის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო რევაქცინაციაზე,  დროებითი მორატორიუმისკენ მოუწოდებს,  რათა ვაქცინები  დაბალშემოსავლიან ქვეყნებში გაგზავნონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ამჯერად ვაქცინები ყველაზე მეტად სწორედ ღარიბ ქვეყნებს სჭირდებათ. ამრიგად, შესაძლებელი გახდება ორგანიზაციის მიერ ადრე დასახული მიზნის მიღწევა - სექტემბრის  ბოლომდე მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 10% -ის აცრა. ჯანმოს წინადადებას მორატორიუმის შესახებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი არ დაუჭირა.  თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ მას "არასწორი არჩევანი" უწოდა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს  თავისი მოსახლოების  ვაქცინის მესამე დოზით უზრუნველყოფაც შეუძლია და ამავდროულად საშუალება აქვს ვაქცინებით ღარიბი ქვეყნებიც მოამარაგოს.  ამჟამად მსოფლიოში უკვე  4 მილიარდზე მეტი ადამიანია ვაქცინაცია. ვაქცინების 80% -ზე  მეტი  მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებზე  მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები მოდის.  

დღის გადაცემები