28.04.2024 | 00:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა დიალოგს კონსტრუქციული და გულრწფელი უწოდეს [ვიდეო]

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის პირველი შეხვედრა რეიკიავიკში, არქტიკის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა. როგორც ენტონი ბლინკენმა  სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა, აშშ-ს რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შეუძლია, ერთად იმუშაოს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების წინაშე, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებთან გამკლავებასა და ავღანეთში ომის საკითხებზე. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ რიგ საკითხებზე, თუმცა თანამშრომლობენ ისეთ საკითხებში, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორსაათიან მოლაპარაკება კონსტრუქციული და გულრწფელი იყო. შეხვედრის მთავარი მიზეზი აშშ-სა და რუსეთს შორის სამიტისთვის ნიადაგის მომზადება და ბოლო წლების განმავლობაში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული არაჯანსაღი კლიმატის დასრულებაა. 

დღის გადაცემები