27.04.2024 | 23:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
"დიდი ოცეულის" სამიტზე კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გლობალურ ქმედებებზე იმსჯელეს  [ვიდეო]

ბევრი მოწოდება და ვალდებულებების ნაკლებობა. ასე დასრულდა „დიდი ოცეულის“ მოლაპარაკებები კლიმატის ცვლილების საკითხზე. დასკვნით დეკლარაციაში სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ აპირებენ თავიდან აიცილონ პლანეტაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდა 1,5 გრადუსზე მეტით.  ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საერთაშორისო ინვესტიციების შეზღუდვა ქვანახშირის ენერგიაში, თუმცა იტალიის პრემიერ მინისტრის მარიო დრაგის თქმით, ასეთი დეკლარაციის შეთანხმებაც კი რთული აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა  „დიდი ოცეულის“ განცხადებას მხოლოდ "ზომიერი პროგრესი" უწოდა და კლიმატის კონფერენციის მონაწილეებს უფრო გადამწყვეტი ქმედებებისკენ მოუწოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  რუსეთი და ჩინეთი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით ვალდებულება არ გამოხატეს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა კი აღნიშნა, რომ სამიტის შედეგებმა მისი იმედები  არ გაამართლა.  დიდი ოცეული სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს მიმდინარეობდა, სადაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, გლობალურ კორპორატიულ გადასახადზე, „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და უთანასწორობის დაძლევაზე იმსჯელეს.

დღის გადაცემები