28.04.2024 | 07:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ს სენატი ჯო ბაიდენს თურქეთის ხელისუფლებაზე ზეწოლისკენ მოუწოდებს [ვიდეო]

„მოგიწოდებთ, გარკვევით განუცხადოთ პრეზიდენტ ერდოღანსა და მის ადმინისტრაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ განსხვავებული აზრის ჩახშობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და შეცვალონ ავტორიტარული კურსი“, - ნათქვამია 54 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილ წერილში, რომლის ადრესატიც პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.  წერილს ხელს როგორც „დემოკრატი“, ასევე „რესპუბლიკელი“ სენატორები. გასულ წელს ვაშინგტონმა ანკარას რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. 2016 წლის სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ერდოღანის მთავრობამ  300 000-მდე ადამიანი დააკავა, 150 000-ზე მეტი კი სამსახურებიდან გაათავისუფლა. 

დღის გადაცემები