28.04.2024 | 00:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს [ვიდეო]

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს. შესაბამის მონაცემებს უფლებადამცველი ცენტრი, „ოვდ-ინფო“ ავრცელებს. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები რუსეთის 82 ქალაქში გაიმართა. აქციის მონაწილეები ალექსეი ნავალნისთან პირადი მკურნალი ექიმების შეშვებას ითხოვდნენ. ციხეში მყოფი ნავალნი 31 მარტიდან შიმშილობს. 18 აპრილს, ალექსეი ნავალნის ექიმმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი, შესაძლოა, ნებისმიერ წუთს მოკვდეს. 2 დღის წინ რუსი ოპოზიციონერი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომაროება მძიმეა.

დღის გადაცემები