27.04.2024 | 17:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - სომხეთმა პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის არმიის პოზიციები დაბომბა [ვიდეო]

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კელბაჯარის რაიონის მიმართულებით სომხეთმა პროვოკაცია განახორციელა და ქვეყნის არმიის პოზიციები დაბომბა. უწყებაში აცხადებენ, რომ დღეს, დილის 3 საათზე, სხვადასხვა მიმართულებაზე განლაგებულმა სომხეთის არმიის დანაყოფებმა ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ინტენსიური შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნულ ლოკაციაზე მყოფი აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები საპასუხო ზომებს იღებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას სომხური მხარე ჯერ არ გამოხმაურებია.

დღის გადაცემები