28.04.2024 | 00:06
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსკოვში შეხვდა [ვიდეო]

რუსეთისა და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრეს. ორი ქვეყნის ლიდერებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს.  ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაზე საუბრისას ვლადიმერ ზელენსკის შეთავაზებას დონბასში შეხვედრასთან დაკავშირებით, უპასუხა, რომ  თუ საუბარია ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, უკრაინის პრეზიდენტს ნებისმიერ დროს, მოსკოვში უმასპინძლებს.  პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს უკრაინის ხელისუფლებამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებისათვის არაერთი ნაბიჯი გადადგა.   თავის მხრივ, ლუკაშენკო გამოეხმაურა კიევის უარს მისი დელეგაციის გაგზავნაზე მინსკში, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებისთვის იმ საბაბით, რომ ”ბელორუსი რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება”.

დღის გადაცემები