28.04.2024 | 03:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი - თითქმის 20-წლიანი სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება [ვიდეო]

თითქმის 20-წლიანი სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდა. ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევას. 2 ივლისს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და ნატოს ძალების წევრებმა ბაგრამის საჰაერო ბაზა დატოვეს. 1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. თუმცა  კონტინგენტის გაყვანისთანავე ავღანეთში  სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ თალიბანის შეტევა გაძლიერდა.

დღის გადაცემები