28.04.2024 | 11:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბელარუსია მიგრანტებს პირველად დახმარებას აღმოუჩენს [ვიდეო]

ბელარუსია მზადაა ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს მიგრანტებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასობით დევნილმა, დაახლოებით 800-მდე ადამიანმა  სასაზღვრო ზონა დატოვა  ღია ლოგისტიკური ცენტრისკენ, სადაც მათ საკვებს, სამედიცინო მომსახურებასა და ღამის გასათევს სთავაზობენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ცენტრში იქნება საკმარისი ადგილი ყველა მიგრანტისთვის. ევროკავშირს კი მიაჩნია, რომ ხალხის გადაყვანა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებთან მინსკის ჰიბრიდული ომის ნაწილია დასავლეთის  წინააღმდეგ ადრე მიღებული სანქციების საპასუხოდ.  ევროკავშირი  ბელარუსი  ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდა. პროცესში  ჩაერთო საერთაშორუისო დიპლომატიაც -  გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა  პრეზიდენტ ლუკაშენკოს დაურეკა. თავად ლუკაშენკომ კი განმარტა, რომ ბელარუსია მთელ მსოფლიოში მიგრანტებს  არ აგროვებს და ქვეყანაში არ ჩამოყავს, როგორც ამას პოლონეთი აცხადებს. ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში უშვებენ მხოლოდ მათ, ვინც ბელარუსიაში ლეგალურად ჩადის.  

დღის გადაცემები