28.04.2024 | 08:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს [ვიდეო]

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული. მაიკ პომპეო ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები კრემლის კრიტიკოსის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს. ალექსეი ნავალნის დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ასევე ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობები. შეგახსენებთ, რომ  ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინის კლინიკაში სამკურნალოდ 2020 წლის აგვისტოს, ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ გადაიყვანეს.

დღის გადაცემები