27.04.2024 | 08:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ სამ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი. განკარგულებები დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო პოლიტიკის რეგულაციებს აუქმებს. ერთ-ერთი აღმასრულებელი განკარგულება განცალკევებული იმიგრანტი ოჯახების გაერთიანებას ეხება. დოკუმენტის თანახმად, შეიქმნება სპეციალური დანაყოფი, რომელიც იმუშავებს 2017-2018 წლებში განცალკევებული 600-ზე მეტი მიგრანტი ბავშვის მშობლებთან გაერთიანებაზე. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული მიმართულებით მუშაობაში აქტიურ როლს შეასრულებს აშშ-ის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი. ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კიდევ ორი განკარგულება ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პოლიტიკის გადახედვას, რომლითაც იზღუდებოდა თავშესაფრის მინიჭება, მცირდებოდა აშშ-ში ლეგალური იმიგრაცია და უქმდება უცხოური ქვეყნების ფინანსური დახმარება.

დღის გადაცემები