28.04.2024 | 04:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაეროს სამშვიდობო მისიები შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან [ვიდეო]

გაეროს სამშვიდობო მისიები შესაძლო დახურვისთვის ემზადებიან იმ შემთხვევისთვის, თუ გენერალური ასამბლეა ახალ, 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ბიუჯეტზე შეთანხმებას 2022 წლის 30 ივნისამდე ვერ შეძლებს. როგორც გაეროს წარმომადგენელმა განაცხდა, ორგანიზაციის 12 სამშვიდობო მისიას - რომელთა უმეტესობა აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში იმყოფება - ურჩიეს, დაუყოვნებლივ შეემუშავებინათ სათანადო გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი ბიუჯეტი დროულად არ იქნება მიღებული. გაეროს ხელმძღვანელმა სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-​პიერ ლაკრუამ კი განაცხადა, რომ მისიები შეიზღუდება და ვერ განახორციელებენ ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, კოვიდ-19- ის დაძლევაში დახმარება და პოლიტიკური ძალისხმევისა და შუამავლობის მხარდაჭერა. გაეროს სამშვიდობო მისიის ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია შეერთებული შტატები, რომელიც ბიუჯეტის დაახლოებით 28% -ს აფინანსებს, შემდეგ მოდის ჩინეთი 15.2%-ით და იაპონია 8.5%-ით.

დღის გადაცემები