27.04.2024 | 16:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ბენიამინ ნეთანიაჰუ საკმარისი რაოდენობის მანდატებს ვერ აგროვებს [ვიდეო]

ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს  პარტია „ლი კუდი“ 120-ადგილიან ქნესეთში 52-53 მანდატს მოიპოვებს, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება ქვეყნის ოპოზიციური პარტიებს, ისინი დიდი ალბათობით, კოალიციის შექმნასა და უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ. ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. ეს ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეოთხე საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც გასული წლის დეკემბერში კოალიციური პარტნიორები ბენიამინ ნეთანიაჰუ და ბენი განცი სახელმწიფო ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ. მანამდე მიღწეული კოალიციური შეთანხმებით, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ბენი განცს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა როტაციის პრინციპით უნდა დაეკავებინა. ბენი განცი მთავრობას სათავეში 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩასდგომოდა.

დღის გადაცემები