27.04.2024 | 14:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში რუსეთის ელჩი მოსკოვში გამოიძახეს [ვიდეო]

მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვლადიმერ პუტინის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ელჩი, ანატოლი ანტონოვი მოსკოვში გამოიძახეს, რათა შეერთებული შტატებისა და რუსეთის მომავალი ურთიერთობები განიხილონ. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“ . ბაიდენმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის უკან ვლადიმერ პუტინი დგას. მოსკოვმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა.

დღის გადაცემები