28.04.2024 | 06:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გერმანიასა და რუსეთს შორის ავიარეისები განახლდება  [ვიდეო]

გერმანიამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. გერმანიისგან რეისების შესრულების ნებართვის მიღებას ადასტურებს რუსული მხარეც.


თავის მხრივ, რუსეთის ქალაქებში რეისების შესრულების ნებართვა მიიღო გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“. შეგახსენებთ, გუშინ „ლუფთჰანზამ“  ფრანკფურტიდან მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რეისები გააუქმა რუსეთის ხელისუფლებისგან რეისების შესრულების ნებართვის დროულად არ მიღების გამო. ამის შემდეგ გერმანიის ავიაციის ფედერალურმა უწყებამ რუსულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცე დაუხურა. ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირში რეგისტრირებულმა ავიაგადამზიდავმა კომპანიებმა ბელარუსის გვერდის ავლით რეისების  შესრულების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის მიზეზი 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლების მიერ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაკავება გახდა.

დღის გადაცემები