28.04.2024 | 04:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბორის ჯონსონი მოსკოვს სანქციებით ემუქრება [ვიდეო]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო კონტინგენტის გაწვევისკენ მოუწოდა.  ჯონსონი ბოლო მაღალი რანგის დასავლელი სტუმარი იყო, რომელიც უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე კიევს პირადად ეწვია. ბრიტანეთის კაბინეტის ხელმძღვანელმა მოსკოვი გააფრთხილა,  რომ რუსული ჯარის შეჭრის ნებისმიერი მცდელობა  საპასუხო ზომების შემოღების სიგნალი იქნება.  ლონდონი პირობას დებს, რომ  10 თებერვლამდე მოამზადებს სანქციების  კანონპროექტს,  რომელიც  კრემლთან დაახლოებული პირების წრეზე გავრცელდება. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში  პოლიტიკური, ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება, ამასთან ეს იქნება სამხედრო კატასტროფა რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის“, -  განაცხადა ჯონსონმა.   მოსკოვი მილიტარისტული გეგმების არსებობას გამუდმებით უარყოფს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ვასილი ნებენზია კი ომის შესახებ საუბარსაც კი პროვოკაციას უწოდებს. კრემლი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს რუსეთისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფაში ადანაშაულებს, ამასთან აცხადებს, რომ დასავლეთი უკრაინის საკითხს რეგიონში გავლენის გაზრდის მიზნით იყენებს.

დღის გადაცემები