28.04.2024 | 08:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა [ვიდეო]

ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, 20-მდე ხანძარი გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალების განაცხადებით, საფრენმა აპარატებმა ქალაქ ხან იუნისსა და ღაზაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ობიექტები გაანადგურეს. საჰაერო იერიში პირველი იყო მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის  11 დღიანი შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა.

დღის გადაცემები