28.04.2024 | 09:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ათენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საბერძნეთის პოლიციამ ათენის ცენტრში მომხდარი არეულობისას მინიმუმ 30 ადამიანი დააკავა. სტუდენტები აქციაზე განათლების რეფორმის იმ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ. აქციაზე, სადაც 4 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი, დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დედაქალაქის ცენტრში გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა და დაიხურა მეტროსადგური. აქციის მონაწილეების  კანონპროექტიდან რამდენიმე დებულების ამოღებას ითხოვენ, მათ შორის პოლიციის ყოფნას კამპუსებში, ანუ სტუდენტთა ქალაქებში. განათლების რეფორმის ოპონენტების თქმით, საფრთხე აკადემიური თავისუფლების გარანტიებს ემუქრება.

დღის გადაცემები