28.04.2024 | 11:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინის საზღვართან  აშშ  სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს [ვიდეო]

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გამო, აშშ უკრაინის მხარდასაჭერად,  შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნის საკითხს განიხილავს,– ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. წყაროს განცხადებით, სამხედრო ხომალდების განთავსება რუსეთისთვის განსაკუთრებული გზავნილი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წყაროს ინფრომაციით, ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, პენტაგონში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვითარება შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის.

დღის გადაცემები