26.04.2024 | 21:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება [ვიდეო]

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში მიმდინარეობს. პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში გაიხსნა. არჩევნები სამი დღის განმავლობაში, 17 -დან 19 სექტემბრამდე გაიმართება. ქვედა პალატას ხუთი წლით, შერეული სისტემით აირჩევენ. 225 დეპუტატს პარტიული სიების მიხედვით, დანარჩენ 225-ს კი - ერთმანდატიანი ოლქებიდან. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5% -იანი ბარიერი უნდა გადალახოს. რუსეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით არჩევნების მონიტორინგში ჩართული საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობაზე შეზღუდვა დააწესა, რის შემდეგაც ეუთომ დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადა.

დღის გადაცემები